სასერვერო მომსახურება

თქვენი კომპანიის განვითარებასთან ერთად, იზრდება თქვენი აიტი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროებს დამატებით უსაფრთხოებასა და კონტროლს. მომხმარებლების მარტივი კონტროლის, მათი უფლებების განსაზღვრის და უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო საშუალება ცენტრალიზებული მართვაა. ცენტრალიზებული მართვის საუკეთესო გადაწყვეტა კი სერვერია, სასერვერო მომსახურება , რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი წერტილიდან ვმართოთ ყველა იმ კომპიუტერის მომხმარებელი, რომელთაც აქვთ წვდომა კომპანიის აიტი სისტემაზე.

სასერვერო მომსახურება

არსებობს სერვერების სხვადასხვა სახეობები: ფაილ სერვერები, ვებ-სერვერები, მეილ-სერვერები და ა.შ. კომპანიის მოცულობისა და მოთხოვნების გაანალიზებით, სენდი გაგიწევთ კონსულტაციას თქვენი კომპანიისთვის სერვერის ოპტიმალური სახეობისა და კომპლექტაციის შეძენაში. შემდეგ კი მათ პროგრამულ კონფიგურაციაში როგორც ლოკალურად, ისე კოლოკაციაზე (თქვენი ოფისისგან მოშორებით) გატანით. ასევე შესაძლებელია სერვერების ვირტუალიზაცია vmware ESXI და Microsoft Hyper-V -ის დახმარებით. რაც გულისხმობს ერთ ფიზიკურ სერვერზე, რამდენიმე ვირტუალური სერვერის არსებობას. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლება შეამციროთ ხარჯები და უზრუნველჰყოთ ვირტუალური სერვერების მეტი უსაფრთხოება მონაცემთა დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და სისტემების რეზერვების შესაქმნელად.

 

სასერვერო მომსახურებების ჩამონათვალი დეტალურად, რომლებსაც სენდი გთავაზობთ:

  • ოპერაციული სისტემები: Microsoft Server / Linux / CentOS;
  • Microsoft Active Directory Server & Domain Controller;
  • CCTV Server;
  • VoIP Asterisk Server;
  • სერვერების ვირტუალიზაცია: vmware ESXI / Microsoft Hyper-V;
  • ფაილ სერვერის კონფიგურაცია;
  • მეილ სერვერის კონფიგურაცია;
  • პრინტ სერვერის კონფიგურაცია.

 

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: კონსულტაცია ტექნიკის შესაძენად