IT აუთსორსინგი

რატომ გახდა IT აუთსორსინგი უფრო მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე ოდესმე?!

მცირე ბიზნესის მფლობელთა უმეტესობას აინტერესებს, იქნება თუ არა IT აუთსორსინგი კარგი იდეა მათი კომპანიისთვის.

თუ ეს მხოლოდ დამატებითი ხარჯია, რომლის არარსებობითაც არაფერი დაშავდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი IT გუნდის ყოლას გარკვეული უპირატესობები ახასიათებს, IT აუთსორსინგ სერვისები ხშირად უკეთესი გამოსავალია სტარტაპების, მცირე ბიზნესისთვის, თუ მსხვილი კორპორაციებისთვის.

COVID ვირუსით გამოწვეულ ტურბულენტურ გარემოში, ყველას კარგად არ ესმის აუთსორსინგის უპირატესობები. რატომ გახდა IT აუთსორსინგი ახლა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე? ჩვენ გეტყვით რატომაც!

IT აუთსორსინგი

IT აუთსორსინგი. გზა წარმატებისკენ!

წლის უმეტეს ნაწილში ბევრმა ჩვენგანმა განიცადა გაყიდვებისა და შემოსავლების შემცირება. ჩვენი სამყარო ისეთი აღარ არის, როგორიც პანდემიამდე იყო.

იძულებულნი გავხდით შევგუებოდით ახალ გარემოს.

თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ნებისმიერი დამხმარე აუთსორს მომსახურება, ყოველთვის აჩენს კითხვებს და იწვევს შეშფოთებას, ბიზნესის მფლობელების უმეტესობისთვის. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ შეუძლია IT აუთსორსინგს, მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი ბიზნესი.

შეინარჩუნოს თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კიდევ უფრო შეამციროს ტექნოლოგიური ხარჯები.

ჩვენ განვიხილავთ ექვს ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ IT აუთსორსინგი.

როგორ შეუძლიათ ამ სერვისებს გადაჭრან თქვენი ყოველდღიური ტექნოლოგიური დაბრკოლებები.

1. უფრო ძლიერი კიბერუსაფრთხოება, IT აუთსორსინგის მეშვეობით

ახალი ტექნოლოგიური მიღწევებისთვის თვალყურის დევნება, შეიძლება, ზედმეტად დამღლელი, შრომატევადი და კონტრპროდუქტიული ამოცანაც კი იყოს.

განსაკუთრებით ისეთი კომპანიებისთვის, რომლების არ მოღვაწეობენ IT ტექნოლოგიების სფეროში. 

ვინაიდან, ბევრი ჩვენგანი სახლიდან მუშაობს, კიბერდანაშაულების სტატისტიკა ახლა ყველაზე მაღალია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ასე რომ, თქვენი ბიზნესის, თანამშრომლებისა და მომხმარებლის მონაცემების დაცვა, ახლა ყველაზე პრიორიტეტულია!

შესაძლოა, კიბერუსაფრთხოება და პროაქტიული მონიტორინგი, არ წარმოადგენდა თქვენი ბიზნესის ძირეულ პრიორიტეტს. აღნიშნულის უგულველყოფით შესაძლოა თქვენს ბიზნესს დიდი პრობლემები შეუქმნათ. 

ჩვენ წარმოვადგენთ სანდო რეპუტაციის მქონე IT აუთსორს კომპანიას, რომელიც გთავაზობთ მარტივ გამოსავალს, აღნიშნული სიტუაციიდან. ვიცნობთ რა, ყველა უახლეს ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების სფეროში, ჩვენს IT გუნდს შეუძლია დაგინერგოთ დეტალური და საფუძვლიანი კიბერუსაფრთხოების სერვისები თქვენი ბიზნესისა ან/და ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე. გახსოვდეთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თქვენი ქსელის სისუსტეებს და ვასწორებთ მის ნაკლოვანებებს. 

ასევე გთავაზობთ კიბერუსაფრთხოების და მონიტორინგის მნიშვნელოვან სერვისებს, რომლებიც მოიცავს: 

  • ქსელის სკანირებას, რომელიც აღმოაჩენს სისტემურ სისუსტეებს თქვენს ქსელში;
  • შეღწევადობის ტესტირებას, რომლის დროსაც ექსპერტი ეძებს სუსტ წერტილს, რომელიც შეიძება გამოყენებულ იქნას ჰაკერული თავდასხმისთვის.

2. გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის

“პოსტ-COVID” სამყაროში ბევრმა კომპანიამ უკვე გადაიყვანა თანამშრომლების დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე – მათ შორის IT გუნდიც.

დისტანციური მუშაობის დანერგვა ღრუბლოვანი აუთსორსინგის საშუალებით პრაქტიკულად ამცირებს COVID-19-ის ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების რისკებს.

ღრუბლოვანი IT სერვისი აძლიერებს თქვენი თანამშრომლების ფიზიკურ უსაფრთხოებას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება სახლიდან ეფექტურად მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ზოგიერთი ოპერაცია მოიცავს ვიდეოკონფერენციის ხელსაწყოებს, ღრუბელში გაზიარებულ ფაილებზე წვდომას და სახლში უსაფრთხო wi-fi ქსელის უზრუნველყოფას VPN (ვირტუალური პირადი ქსელი) მეშვეობით.

3. IT აუთსორსინგი თქვენი კომპანიისთვის ნიშნავს, იყოთ მეტად მობილიზებული, თქვენი ბიზნესის ძირითად კომპეტენციებზე

ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, IT აუთსორსინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის რესურსების დაზოგვა, ბიზნესის ძირითად ასპექტებზე ფოკუსირებისთვის. 

IT აუთსორს კომპანიასთან პარტნიორობით, შეგიძლიათ გვერდი აუაროთ კომპლექსურ აიტი პრობლემებს და ფოკუსირდეთ თქვენს ძირითად გეგმებზე, ყოველდღიურ ამოცანებზე.

4. ტექნოლოგიური ინოვაციები თქვენს ხელთაა

თუ თქვენ მართავთ ბიზნესს ერთ IT თანამშრომელთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა გქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებზე. 

IT ინდუსტრია ვრცელია და საკუთარი სპეციალიზებული მიმართულებები აქვს. თითოეულ მიმართულებას ჭირდება მინიმუმ ერთ ადამიანი. შეუძლებელია ერთი თანამშრომელი იყოს კომპეტენტური ყველა მიმართულებით. მაგალითად, თანამშრომელი შეიძლება ფლობდეს აპლიკაციის მენეჯმენტის უნარებს, მაგრამ არ ჰქონდეს ცოდნა, მომხმარებლის მხარდაჭერის საკითხებში.

როდესაც თქვენს IT მოთხოვნებს უზიარებთ კომპეტენტურ მესამე მხარეს, თქვენ არ გიწევთ ფიქრი იმ შეზღუდვებზე, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ ერთ თანამშრომელთან ურთიერთობისას.

ამის ნაცვლად, თქვენს IT აუთსორს კომპანიას, თავისი რესურსებით, შეუძლია მოგცეთ თქვენი ბიზნესის IT უსაფრთხოების გარანტია, რათა ყოველთვის იმუშაოთ შეუფერხებლად. 

5. რენტაბელურობა

თქვენთვის ფულის დაზოგვა რომც არ წარმოადგენდეს პრიორიტეტს, IT აუთსორსინგის დანერგვა მაინც პრიორიტეტების სიის სათავეში მოხვდება. კომპანიების 45%-ის განცხადებით, რომლებიც უკვე სარგებლობენ IT აუთსორსინგით, მათი მთავარი მიზანია ფულის დაზოგვა. 

მაგალითისთვის: თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი თანამშრომლის ანაზღაურებაზე, თქვენი ქსელის პრობლემების გადასაჭრელად. ასევე ყველა იმ ხარჯზე, რაც მოყვება სრულ განაკვეთზე IT გუნდის დასაქმებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ანაზღაურებად დასვენებასა და წლიურ ხელფასებს.

6. ბიზნესის გაუმჯობესებული თანმიმდევრულობა

ცვლილება რთულია, მაგრამ ეს მუდმივი რეალობაა დღევანდელ ბიზნეს სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ინდუსტრიას აქვს უფრო მაღალი გადინების მაჩვენებელი, ვიდრე სხვებს, ყოველთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ ღირებულმა თანამშრომელმა დატოვოს თქვენი კომპანია.

თუ ეს თანამშრომელი თქვენი პირადი IT ექსპერტია, მაშინ თქვენ მოგიწევთ მისი ჩანაცვლება. და მაშინაც კი, თუ შესაბამის კადრს იპოვით, კომპანიას შეიძლება მოუწიოს უხეში გარდამავალი პერიოდის გადატანა. ეს პრიოდი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დარეგულირდება კომპანიის პოლიტიკა და პროცესები. 

მეორე მხრივ, როცა თქვენი ბიზნესი იზრდება, შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი IT ინფრასტრუქტურის გაფართოება. ეს ხშირად გულისხმობს მეტი IT პროფესიონალების დაქირავებას, რათა გაუმკლავდეთ გაზრდილ დატვირთვას.

IT აუთსორსინგი გვერდს უვლის ორივე პოტენციურ საკითხს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თანამშრომელი ტოვებს IT კომპანიას. მას შეუძლია შეუფერხებლად გადავიდეს ერთი ანგარიშის მენეჯერიდან – მეორეზე ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თქვენი კომპანიის მუშაობას.

IT აუთსორსინგი გეხმარებათ, სწრაფად და მარტივად, გააფართოოთ თქვენი IT სერვისები, ბიზნესის მიმდინარე და ცვალებადი საჭიროებების შესაბამისად.

ჩვენი კომპანია გთავზობთ IT აუთსორს სერვისების ისეთ ფართო სპექტრს, როგორებიცაა: