IP კამერა – 2მპ 2.8მმ Dome, 3-Axis, Prime სერია
341.55 ₾
კამერისთვის ელექტრო ენერგიის მისაწოდებლად შესაძლებელია გამოიყენოთ 12 ვოლტიანი კვების ბლოკი, PoE სვიჩი, PoE ადაპტერი და PoE პანელი.
PoE სტანდარტის გამოყენებისას საჭიროა 802.3af სტანდარტის PoE, რომლის ძაბვის დიაპაზონია 44-დან 57 ვოლტამდე. შესაბამისად PoE სვიჩი და PoE ადაპტერი საჭიროა შეირჩეს ისეთი, რომელსაც გააჩნია 44-57 ძაბვის დიაპაზონი. PoE პანელის გამოყენებისას კი კვების ბლოკი, რომელსაც პანელზე უერთებთ, უნდა მუშაობდეს 44-57 ძაბვის დიაპაზონში.
კამერას, გარდა ქსელის პორტისა, გააჩნია 12 ვოლტიანი კვების ბლოკის შესაერთებელი კონექტორი. 12 ვოლტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ 802.3af PoE სტანდარტის მოწყობილობა და საჭიროა კამერისთვის ენერგიის მიწოდება დამატებითი კვების ბლოკის გამოყენებით.