UniFi AC-LITE – PoE ბლოკის გარეშე, (შეფუთვაში 5 ცალი)
305.78 ₾
UniFi Wireless – რევოლუციური WiFi სისტემა, რომელიც აერთიანებს შიდა და გარე გამოყენების Wifi დაშვების წერტილებს. UniFi შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ თქვენთვის სასურველი ზომის უკაბელო ქსელი – დაიწყოთ ერთი დაშვების წერტილით და გააფართოვოთ რამდენიმე ათასამდე. უფასო პროგრამული კონტროლერის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ შეუზღუდავი რაოდენობის UniFi დაშვების წერტილები, მიანიჭოთ თითო დაშვების წერტილს რამდენიმე SSID, შექმნათ განსხვავებული ავტორიზაციის ფორმები და მრავალი სხვა.
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს 5 ცალიან შეფუთვას და იყიდება 5-ის ჯერადად. საიტზე მითითებულია ერთეულის ფასი. აღნიშნული შეფუთვის შემთხვევაში PoE ადაპტერი არ მოყვება.
თავსებადი PoE ადაპტერები:
- POE-24-12W
- U-POE-af-EU
აღწერა
გაითვალისწინეთ, რომ გადაცემის სიმძლავრე და სიხშირული დიაპაზონი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანას აირჩევთ კონტროლერის პირველადი კონფიგურაციისას. საქართველოს არჩევის შემთხვევაში WiFi გადამცემის სიმძლავრე არის უფრო დაბალი ვიდრე დაშვების წერტილის რეალური შესაძლებლობაა. რეკომენდირებული ასარჩევი ქვეყანაა კანადა, რის შემდეგაც მოწყობილობა იყენებს მაქსიმალურ სიმძლავრეს და აქვს სრული სიხშირული დიაპაზონი.